ახალი ამბები
ხობში ავარიას ორი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში ავარიას ორი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მანქანაში მყოფი ორივე პირი დაიღუპა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Print