ახალი ამბები
ფოთში ზღვის წყლის სინჯების აღება დაიწყეს
ზღვის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, დღეს, ლაბორატორიული კვლევის ცენტრმა ზღვის ხარისხობრივი მაჩვენებლის მონიტორინგი დაიწყო და წყლის ნიმუშები აიღო.

ლაბორატორიული კვლევის ცენტრის დირექტორის, გია რუხაძის ინფორმაციით, სპეციალისტებმა სანაპიროზე ზღვის წყლის სინჯი ოთხი სხვადასხვა ადგილიდან აიღეს.

წყალს ქიმიური და მიკრობიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდება და შედეგები ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

ზღვის წყლის ხარისხის შემოწმება თვეში ხუთჯერ მოხდება

Print