ახალი ამბები
ზუგდიდში სამართალდამცველებმა გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში 1991 წელს დაბადებული ა.წ. და 1976 წელს დაბადებული რ.პ. გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეს გარკვეული ოდენობის თანხას სისტემატურად სძალავდნენ. პოლიციამ ავტომანქანიდან, რომლითაც ერთ-ერთი ბრალდებული გადაადგილდებოდა, ნივთმტკიცების სახით 3500 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ბრალდებულის სახლიდან - საბრძოლო მასალა და სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print