რეგიონი
სოხუმი:აფხაზეთიდან სამეგრელოში იარაღის უკანონო გადატანა აღვკვეთეთ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „უსაფრთხოების სამსახურის“ ინფორმაციით, მათ "აფხაზეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გადატანის მცდელობა აღკვეთეს“. უწყების ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა ენგურის ე.წ. გამშვებ პუნქტთან, 1996 წელს დაბადებული ზურაბ ზარქუას ხელბარგის შემოწმებისას, რევოლვერი საბრძოლო მასალასთან ერთად ამოიღეს. ამავე ინფორმაციით აღნიშნული იარაღი საბრძოლოა.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ასევე, "სახელმწიფო საზღვრის" უკანონო გადაკვეთის და იარაღის გადატანის მცდელობის ფაქტზე. მოქალაქე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
Print