რეგიონი
სოხუმის საავადმყოფოდან გაქცეული მსჯავრდებული მილიციაში გამოცხადდა
მსჯავრდებული, რომელიც სოხუმის საავადმყოფოდან გაიქცა, მილიციაში ნებაყოფილობით გამოცხადდა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს ავრცელებს.

გურგენ კირაკოსიანი, რომელიც სოხუმის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში იმყოფებოდა, 2 ივნისს დილის 6 საათზე ხელბორკილებისგან გათავისუფლდა, ზეწრები ერთმანეთს გადააბა, მესამე სართულის ფანჯრიდან გადაძვრა და სამედიცინო დაწესებულების ტერიტორია დატოვა. აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

უწყების ცნობით, ადრე ნასამართლევი სოფელ იაშტუხას მცხოვრები გურგენ კირაკოსიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის გამო იყო აღძრული. ბრალდებული სასამართლო დარბაზში არ გამოცხადდა, მიმდინარე წლის 15 მარტს მასზე ძებნა გამოცხადდა, ხოლო 15 მაისს კირაკოსიანი დააკავეს.

Print