ახალი ამბები
ზუგდიდელმა მამაკაცმა მოშინაურებული მახრჩობელები თბილისის ზოოპარკს აჩუქა
ზუგდიდელმა ნიკო ჭიჭინავამ 2.5 მეტრამდე სიგრძის ორი მახრჩობელა, რომლებსაც 6 წელზე მეტია ზრდის, თბილისის ზოოპარკს საჩუქრად გადასცა. როგორც მან რადიო "ათინათს" უთხრა, ამ ეტაპზე ოჯახს მოუცლელობის გამო გველების მოვლისთვის შესაფერისი პირობები არ აქვს. ისინი "კლეოპატრას" და "ტუტანხამონის" მონახულებას ხშირად აპირებენ.

"საკმაოდ დიდხანს ვფიქრობდით ამაზე, გველები 6 წელზე მეტი ხანი იზრდებოდნენ ჩვენთან. საბოლოოდ ჩავთვალეთ, რომ ზოოპარკში ყველაზე კარგად იქნებოდნენ", - გვითხრა ნიკო ჭიჭინავამ. 

ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განმარტებით, მახრჩობელები რამდენიმე დღიანი კარანტინის შემდეგ ეგზოტარიუმში გადავლენ, სადაც ადაპტაცია, სავარაუდოდ, არ გაუჭირდებათ. 

მოშინაურებულ მახრჩობელებზე მასალა რადიო "ათინათმა" რამდენიმე წლის წინ მოამზადა.
Print