ახალი ამბები
სოხუმში რუსეთის "საელჩომ" ბომბის ჩადების შესახებ მიიღო შეტყობინება
სოხუმში რუსეთის "საელჩოს" შენობა სამართლადამცველებმა მას შემდეგ შემოსაზღვრეს, რაც საელჩომ ელექტრონულ ფოსტაზე შენობაში მომბის არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება მიიღო.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს განცხადებით, ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები და კინოლოგები. ამავე ცნობით, მანამდე, შენობის მახლობლად მყოფ ხალხს დაშლა მოსთხოვეს და ტერიტორიიდან ავტომანქანები გაიყვანეს.




Print