ახალი ამბები
გალის საავადმყოფოს მთავარი ექიმი ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარების ბრალდებით დააჯარიმეს
გალის საავადმყოფოს მთავარი ექიმი გიორგი შონია ნარკოტიკული საშუალება მეტადონის უკანონო მოხმარების ბრალდებით დააჯარიმეს. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, გიორგი შონიას დაეკისრა ჯარიმა 42 000 რუბლის ოდენობით. უწყების განცხადებაში არ არის მითითებული, შეუჩერდა თუ არა მას სამედიცინო საქმიანობის უფლება.


ფოტო: "გალ ტვ"





Print