რეგიონი
დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
დღეიდან მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა დასაშვებია. მგზავრებს ტრანსპორტში რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. მათ შორის მთავარი რეკომენდაციაა, რომ ტრანსპორტის მგზავრებმა ატარონ პირბადე.

ცნობისთვის , საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის პანდემიის გამო, საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვები 24 მარტს დაწესდა.

მძღოლების თქმით მგზავრობის ფასი ზუგდიდი - თბილისის მიმართულებით არ შეცვლილა და ბილეთის ფასი 20 ლარია.

საქართველოში სარკინიგზო გზით მგზავრთა გადაყვანა, საქალაქთაშორისო მოძრაობის აღდგენის მიუხედავად, დღეიდან არ განახლდება. ამის შესახებ მთავრობის 345-ე დადგენილებაშია აღნიშნული. დადგენილების თანახმად, სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა.


Print