ახალი ამბები
მატარებლით მგზავრობა 15 ივნისიდან განახლდება
მთავრობის დადგენილების თანახმად, სარკინიგზო მიმოსვლა 15 ივნისიდან განახლდება. ინფრომაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს. მათივე ცნობით, კომპანია მზად არის მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების შესრულებისთვის. მათივე განმარტებით, კარანტინის პერიოდში კომპანია სრულად ითვალისწინებდა და იცავდა კოვიდ-19 თან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას.

ახალი რეგულაციების თანახმად, 15 ივნისიდან  მგზავრები გაივლიან თერმოსკრინინგს, მათ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, ვაგონში შესვლისთანავე უნდა გაიარონ დეზობარიერი, ხელები უნდა დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. მოქალაქეები მატარებელში არ დაიშვებიან პირბადეების გარეშე, მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

საქართველოში ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით, მათ შორის მატარებლით გადაადგილება 24 მარტიდან შეიზღუდა.






Print