ახალი ამბები
მუხურში ევროპული სტილის ორი სასტუმრო აშენდება
საკურორტო სოფელ მუხურში კომპანია "Mukhuri Resort"-ი ევროპული სტილის, ორ 30-30 ნომრიან სასტუმროს აშენებს. პირველი სასტუმროს კარკასის მშენებლობა უკვე დასრულებულია. სასტუმრო, რომელსაც მდინარე ხობისწყალში აქვს ჩასასვლელი გვირაბი, არქიტექტურულად ევროპულ და კოლხურ სტილს მოიცავს. მის დიზაინში ნოქალაქევის არქიტექტურული ფრაგმენტებიც ფიგურირებს.
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია მოადგილეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პარლამენტის წევრ ჯუმბერ იზორიასთან ერთად გაეცნო.
სამუშაოებს "ლაკადა გრუპი" ასრულებს. ორივე სასტუმროს მშენებლობის ინვესტიცია 11 მილიონ ლარამდეა.

სამშენებლო სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

Print