ახალი ამბები
სოფელ კვიტოულში გაეროს ფონდის დახმარებით მინი სტადიონს ააშენებენ
ოჩამჩირის რაიონის სოფელ კვიტოულში მინის სტადიონს აშენებენ. სამუშაოებს გაეროს განვითარების პროგრამა აფინანსებს. ამის შესახებ "აფსნიპრესს" იდეის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ადგილობრივმა მცხოვრებმა გენადი წულაიამ განუცხადა.

მისი თქმით, სოფელში ბევრი ახალგაზრდაა, რომელიც სპორტითაა გატაცებული, ამიტომაც, საინიციატივო ჯგუფმა გადაწყვიტა მინი სტადიონის მშენებლობის დასაფინანსებლად, გაეროს განვითარებისთვის პროგრამისთვის მიემართათ.

"მივწერეთ და 2020 წლის თებერვალში მივიღეთ გრანტი პროექტის განსახორციელებლად, 1 272 742 რუბლის ოდენობით. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა სამუშაოს შესასრულებლად აღნიშნული ფინანსური დახმარება არ არის საკმარისი, ჩვენი თანამოქალაქეები უწევენ ინიციატორებს გარკვეულ დახმარებას", - ამბობს წულაია.

მისივე ცნობით, პროექტის ინიციატორებმა შექმნეს საქველმოქმედო ფონდი და გახსნეს ანგარიში, რომელზეც მსურველებს თანხის დარიცხვა შეუძლიათ.

Print