ახალი ამბები
15 ივნისიდან მგზავრებს მხოლოდ დღის მატარებლები გადაიყვანენ
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 15 ივნისიდან თბილისი-ზუგდიდის  და თბილისი-ფოთის მიმართულებით მგზავრების გადაყვანას მხოლოდ დღის მატარებელი უზრუნველყოფს. ამავე ცნობით, მაგისტრალური მატარებლები კიდევ სამი, თბილისი-ბათუმის, თბილისი-ოზურგეთის და თბილისი-ქუთაისის მიმართულებით იმოძრავებენ. მგზავრობის ღირებულება უცვლელი რჩება.

ახალი რეგულაციების თანახმად, მგზავრები გაივლიან თერმოსკრინინგს, მათ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, ვაგონში შესვლისთანავე უნდა გაიარონ დეზობარიერი, ხელები უნდა დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. მოქალაქეები მატარებელში არ დაიშვებიან პირბადეების გარეშე, მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.


საქართველოში ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით, მათ შორის მატარებლით გადაადგილება 24 მარტიდან შეიზღუდა.


Print