ახალი ამბები
ფოთის სანაპიროზე ზღვის წყალი უსაფრთხოა - ლაბორატორიული კვლევა
ფოთის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია. ლაბორატორიული კვლევის ცენტრის ინფორმაციით, მთელი სეზონის განმავლობაში წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლის მონიტორინგი პერიოდულად განხორციელდება.

"ზღვის სანაპირო ზოლში ოთხი სხვადასხვა ადგილიდან ავიღეთ ნიმუშები, ეს არის მალთაყვის ძველი და ახალი, ეგრეთ წოდებული გრეიფრუტის და კუნძულის უბნის სანაპიროები. ზღვის წყალს, როგორც მიკრობიოლოგიურ, ასევე ქიმიურ მაჩვენებლებზე ანალიზი ჩაუტარდა. უსაფრთხოა ჩვენი ზღვა. მსგავსი კვლევა თვეში ორჯერ, ორი კვირის ინტერვალით განხორციელდება ,"- აღნიშნა ცენტრის დირექტორმა გია რუხაძემ.

სპეციალისტებმა ზღვის წყლის სინჯი ოთხი სხვადასხვა ადგილიდან, დაახლოებით, ორი კვირის წინ აიღეს.



Print