ახალი ამბები
დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება
კორონავირუსთან დაკავშირებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 7 მაისის გადაწყვეტილებით, დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება. ქვეყანაში მოქმედ სასტუმროებსა და განთავსების ობიექტებს სპეციალური რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. სასტუმროებს კი მუშაობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუკი სპეციალური შემოწმების შემდეგ, შესაბამის ნებართვას მიიღებენ.

„საქართველოს მთავრობას აქვს გეგმა და ეს გეგმა შესრულდება. 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოური ტურისტები. ამას ჩვენ გავაკეთებთ როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორის შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შექმნის შესაძლებლობით ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან“, - განმარტა მაშინ მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ.

Print