ახალი ამბები
ზუგდიდში მოზარდი ტბორში დაიხრჩო 
ზუგდიდში ე.წ ვექტორის დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ტბორში 13 წლის ბავშვი დაიხრჩო. ინფორმაცია რადიო "ათინათს" დასახლებაში მცხოვრებმა პირმა დაუდასტურა. მისივე ინფორმაციით, მოზარდმა, სავარაუდოდ, ცურვა არ იცოდა.

"არ ვიცი რა მოხდა, ეს ადგილი არ არის უსაფრთხო, არ არის პირველი შემთხვევა, როცა უბედურება ხდება. რამდენიმე აუზი იყო ასეთი, ყველა ამოავსეს ამ ერთის გარდა. 13 წლამდე ბიჭი დაიხრჩო, რა გითხრათ არ ვიცი, საშინელი ტრაგედიაა", - თქვა მან.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სს კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Print