ახალი ამბები
ზუგდიდში, არხთან, სადაც მოზარდი დაიხრჩო ამკრძალავი ნიშნების დადგმას ითხოვენ (ვიდეო)
ზუგდიდში, ე.წ. „ვექტორის“ დასახლების მიმდებარედ არსებული არხის გარშემო გამაფრთხილებელი ნიშნების - „ბანაობა აკრძალულია“ განთავსებას ადგილობრივები ითხოვენ. მოსახლეობა ამბობს, რომ არხის ამოვსება შეუძლებელია და ასევე, არ იქნება მიზანშეწონილი, რადგან ამის შემდეგ იქ მდებარე შენობა-ნაგებობები, სავარაუდოდ, დაიტბორება.
იქ, სადაც გუშინ მოზარდი დაიხრჩო, ამკრძალავი ნიშნები არ დგას. არხის სიგრძე, დაახლოებით, 300 მეტრია, ხოლო სიღრმე 5-10 მეტრს აღწევს.

„ჩვენი უბნის ბავშვები არ ბანაობენ, რადგან იციან რომ საშიშია. კომბინატის პირველი უბნიდან მოსულან მოზარდები. ყველა ჩახტა თურმე. რამდენიმე წუთში ერთ-ერთი ვერ შენიშნეს და ამის შემდეგ დაუწყეს ძებნა, თუმცა ვერ იპოვეს. ბოლოს, მაშველი მოიყვანეს ანაკლიიდან და მან იპოვა ერთი საათიანი ძებნის შემდეგ. სულ ხავსში იყო ცხედარი გახვეული, ძალიან საშიშია აქ ბანაობა“, - ამბობს მარინა ჯიმშელია.

ე.წ "ვექტორის" დასახლების ტერიტორიაზე არსებულ არხში 13 წლის ბავშვი გუშინ დაიხრჩო. შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Print