ახალი ამბები
ხმაური იყო ფოთის ბაზრობაზე
ფოთში, ტანსაცმლის ბაზრობაზე მისულ მოვაჭრეებს ობიექტის კარი დაკეტილი დახვდათ, რასაც ხმაური მოჰყვა. ადგილზე მოვაჭრეებს განუმარტეს, რომ ამის მიზეზი უსაფრთხოების წესის დარღვევა გახდა. როგორც ირკვევა, საჭიროების შემთხვევაში ბაზრამდე სახანძრო ვერ მივა. მოვაჭრეების თქმით, გზა გარემოვაჭრეებს აქვთ ჩახერგილი და ეს საკითხი შესაბამისმა სამსახურმა უნდა მოაგვაროს.

"აქ სამი წლის წინ იყო ხანძარი, იგივე რომ განმეორდეს დაცული არ ვართ, სახანძროს მანქანა ვერ შემოვა, რადგან ამას ხელს უშლიან გარემოვაჭრეები, გარე პერიმეტრზე განთავსებული მაღაზიები. მერია ამ საკითხს ვერ აგვარებს და მეპატრონე ამბობს, რომ ის ტერიტორია უნდა გათავისუფლდეს. მერიის კომპეტენციაში თუ არ შედის ის, რომ ვიღაცეები გაყარონ, ან ჯარიმები დაუწესონ, არ ვიცი. თუ ჩვენი გაყრა უნდათ, პირდაპირ გვითხრან“, - ამბობენ მოვაჭრეები.

ბაზრის დირექციაში ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ბაზრამდე სახანძროს თუ სხვა ტექნიკის მიყვანა ჩახერგილი გზის გამო შეუძლებელი იქნება. ისინი პრობლემის მოგვარებამდე მუშაობის განახლებას არ აპირებენ.


ფოტო: პირველი არხი
Print