ახალი ამბები
სოფელ ორსანტიაში უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
ზუგდიდის სოფელ ორსანტიაში 396 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს

უწყების ინფორმაციით, მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ქმედება დღეს, 17 ივნისს აღკვეთეს.

ამავე ცნობით, კანონდამრღვევ მოქალაქეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ჩამოერთვა უაქციზო საქონელი.


Print