ახალი ამბები
სოხუმი: გულრიფშის რაიონში ახალი ციხის მშენებლობა იგეგმება
სოხუმში ახალი ციხის მშენებლობის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ დღეს "ეკონომიკის სამინისტროში" გამართულ თათბირზე იმსჯელეს. შეხვედრას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრი დიმიტრი დბარი და კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს ხელმძღვანელი თემურ აგრბა ესწრებოდნენ, წერს "აბხაზია ინფორმი ".

"ეკონომიკის მინისტრის" ქრისტინა ოზგანის განცხადებით, პენიტენციალური დაწესებულების მშენებლობა გულრიფშის რაიონის ტერიტორიაზე იგეგმება. მისივე ცნობით პირველ ეტაპზე მიწის ნაკვეთის გადაფორმებასთან და სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან მოლაპარაკების პროცესი დაიწყება.

გამოცემის ცნობით, დრანდის წინასწარი დაკავების იზოლატორი ყოფილი ტაძრის შენობაშია განთავსებული. 2018 წლის დეკემბერში "მინისტრთა კაბინეტმა" გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში, 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გამოყოფაზე გასცა ნებართვა, სწორედ ამ ტერიტორიაზე აშენდება ციხე. 

Print