ახალი ამბები
"ლელოს" ზუგდიდის წარმომადგენლობამ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით აქცია-პერფორმანსი გამართა
"ლელოს" ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ახალგაზრდულმა ფრთამ გასული წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ენგურის ხიდთან აქცია-მსვლელობა გამართა. პოლიტიკური გაერთიანების სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ახვლედიანის თქმით, ოკუპაციის გასაპროტესტებლად ადმინისტრაციულ საზღვართან მათი მისვლა სიმბოლურია. 

“ლელო-საქართველოსთვის" ზუგდიდის ოფისი სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ადამიანს, ვინც იდგა იქ, დაზარალდა და გამოხატა თავისი ნება და სურვილი, რომ არ დაეშვა ის სამარცხვინო ფაქტი, რომელიც ჩაიდინა ხელისუფლებამ. დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეხსენებაა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ თავი დაანებოს ოკუპანტების მხარდაჭერას და მხარი დაუჭიროს საქართველოს ნათელ მომავალს”,- აღნიშნა ალექსანდრე ახვლედიანმა.

აქცია-მსვლელობა ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან დასრულდა.




Print