ახალი ამბები
სოხუმის საკარანტინო ზონა ყველა კურსანტმა დატოვა
ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში აფხაზეთში კორონვირუსით ინიფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამავე ცნობით, სოხუმის საკარანტინო ზონა, რომელიც სასტუმრო "აიტარშია" მოწყობილი, რუსეთიდან ჩასულმაყველა კურსანტმა დატოვა. ამ დროისათვის პანსიონატში, მედიკოსების ჩათვლით, 7 ადამიანი რჩება, წერს "აბხაზია ინფორმი".

ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დრომდე Сovid 19 - ით ინფიცირებულთა რაოდენობა 38 შეადგენს, მათგან 7 გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობს, 30 ადამიანი გამოჯანმრთლედა, 1 პაციენტი კი 1925 წელს დაბადებილი ქალი, გარდაიცვალა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი 1 ივლისამდე გახანგრძლივდა. "პრეზიდენტ"ასლან ბჟანიას მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, საზღვრის კვეთა ისევ ეკრძალებათ "უცხო ქვეყნის და აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე პირებს". გარდა ამისა, აკრძალულია სასტუმროების და სხვა ტურისტული ობიექტების დაჯავშნა. თუმცა, 15 ივნისიდან მოიხსნა შეზღუდვები მასობრივი, კულტურული, სპორტული, გასართობი ღონისძიებების, ასევე ქორწილების და სხვა საზეიმო ღონისძიებების ჩატარებაზე. ასევე გაიხსნა სპორტული დარბაზები, სპა და მასაჟის სალონები, სტომატოლოგიური კაბინეტები.

სოხუმის გადაწყვეტილებით, 22 - 24 ივნისს ენგურის ხიდი ცალმხროვად, დროებით ისევ გაიხსნება, "ჰუმანიტარული კორიდორი მოეწყობა საქართველოს ტერიტორიაზე დროებით მყოფი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აფხაზეთში დაბრუნება სურთ". ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "უსაფრთხოების სამსახური" ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, სამეგრელოდან აფხაზეთში მიმავალმა პირებმა სამედიცინო - სანიტარული კონტროლი უნდა გაიარონ.



Print