ახალი ამბები
ფაშიზმზე გამარჯვების დღეს რუსი სამხედროები გუდაუთაში აღნიშნავენ
აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზის სამხედრო მოსამსახურეები, ფაშიზმზე გამარჯვების 75 - ე წლისთავთან დაკავშირებით, სატვირთო ავტომანქანით "კამაზით"გუდაუთის ქუჩებში ივლიან და ომის დროინდელ სიმღერებს შეასრულებენ, წერს "აფსნიპრესი".

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი, რომელიც 9 მაისს უნდა ჩატარებულიყო, 24 ივნისს გაიმართება. მას ვლადიმირ პუტინის პუტინის მიწვევით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანიაც დაესწრება, რომელიც მოსკოვში გუშინ გაემგზავრა.  ამავე ცნობით, სამხედრო აღლუმი კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.








Print