ახალი ამბები
ასლან ბჟანია ვლადიმირ პუტინს შეხვდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში ჩავიდა. "აფსნიპრესის"ინფორმაციით, ის ფაშიზმზე გამარჯვების 75 - ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღებს მონაწილეობას.
ამავე ცნობით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ასლან ბჟანიას კრემლის სასახლეში შეხვდა.

გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი, რომელიც მოსკოვში  9 მაისს უნდა ჩატარებულიყო, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, 24 ივნისს იმართება. ის კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.


Print