ახალი ამბები
გაიზარდა ანაკლიის საკარანტინო სივრცეში მყოფთა რაოდენობა
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფთა რიცხვი 25-ით გაიზარდა. ამ დროისთვის იზოლაციაში 99 პირი იმყოფება, ხოლო რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში 31 პირი რჩება. ამ დრომდე, ეპიდზედამხედველობა სულ 1 989 პირზე დამყარდა.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს 146 ახალი ნიმუში და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების თანამშრომლები ბიოლოგიური ნიმუშების აღებას აგრძელებენ.

Print