ახალი ამბები
მოლდოვის პრეზიდენტი: კიშიონიოვი არ ცნობს აფხაზეთის დამოუკიდებლობას
მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა განაცხადა, რომ კიშიონიოვი არ ცნობს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. მოლდოვის ლიდერის განცხადებით, მისი მოსკოვში სამხედრო აღლუმზე ჩასვლა, სადაც ასევე მიწვეულები იყვნენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტები" ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი, "არაფერზე არ მეტყველებს". ინფორმაციას გამოცემა "აიაირა" ავრცელებს.

დოდონის თქმით, მიმღებმა მხარემ გადაწყვიტა, ვინ და როგორ მიეწვია გამარჯვების აღლუმზე. "რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს, მოლდოვა არ აღიარებდა და არც აპირებს ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას", - დასძინა მან.

"ჩვენ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის პრინციპს ვემხრობით, სამწუხაროდ, ზოგჯერ ჩვენი პოზიცია არ ემთხვევა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას. ეს რეალობაა, ჩვენ კოალიციური მთავრობა გვყავს, უნდა გავითვალისწინოთ ყველას აზრი. თუმცა, რაც შეეხება პრინციპულ საკითხებს, ჩვენ ვცდილობთ შევათანხმოთ ისინი და ერთიანი ოფიციალური პოზიცია დავაფიქსიროთ გამოვიდეთ", — აღნიშნა დოდონმა.


Print