რეგიონი
მინისტრის ბრძანებით კახაბერ ფარცვანიას წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების, მიღწევებისა და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე 6 მასწავლებელს სტატუსი აუმაღლდა.

ეს პედაგოგები არიან:

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მასწავლებელი ტოლია კილასონია - მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა;

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი კობა ტალახაძე - უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა;

ზუგდიდის პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯის მასწავლებელი კახაბერ ფარცვანია - წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა;

ქალაქ თბილისის N60 საჯარო სკოლის მასწავლებელი რუსუდან მინაშვილი - უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა;

ქალაქ ქარელის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ზურაბ ჯუშოშვილი - მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა;

ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მასწავლებელი გიორგი ლომიძე - წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.

ინფორმაციისთვის, კახაბერ ფარცვანია ასევე არის ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძვანალი.

Print