ახალი ამბები
ზუგდიდში კოვიდ-19-ზე გამოკვლეული 160-ვე ნიმუში უარყოფითია
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 77 პირი იმყოფება, ხოლო რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციის პერიოფს 14 პირი გადის. სულ ეპიდზედამხედველობა 2 013 მოქალაქეზე დამყარდა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინიტრაცია ავრცელებს.

რაც შეეხება ანლიზებს, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 160 ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა უარყოფითია.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების თანამშრომლები რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ბიოლოგიური მასალების აღებას საჭიროებისამებრ გააგრძელებენ.

ინფორმაციისთვის, რუხის საავადმყოფოში არც ერთი კოვიდინფიცირებული არ იმყოფება. ბოლო პაციენტი კლინიკიდან 29 ივნისს გაეწერა.

Print