ახალი ამბები
ზუგდიდში ცემენტის ქარხნის შესაძლო მშენებლობა გააპროტესტეს
ზუგდიდში, ე.წ. კომბინატის მოსახლეობის ნაწილი ცემენტის ქარხნის შესაძლო მშენებლობას ეწინააღმდეგება. ადგილობრივების თქმით, მშენებლობა დასახლებულ ადგილას  იგეგმება, რასაც მათივე თქმით, არ დაუშვებენ. შეკრებილებთან ერთად იყო “სამეგრელოს ხმის” ლიდერი თენგიზ ჯგუშია.

“არ გაჩერდება მოსახლეობა, ეს არ არის პოლიტიკურ-პარტიული თემა, ეს არის მოსახლეობის ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის თემა. ვითხოვთ მინისტრის და ექსპერტების ჩართვას და საფრთხის მინიმალიზაციას“, - ამბობს თენგიზ ჯგუშია.

მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ცემენტის ქარხანის მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა და გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა.

„თუ ვინმე რაიმე სახის განცხადებით შემოვა ყველაფერი კანონის სრული დაცვით მოხდება“, - გვითხრეს მერიაში.


Print