რეგიონი
პოლონეთში ავარიას სენაკელი ახალგაზრდა ემსხვერპლა
პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქე, სენაკელი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მის თანმხლებ, ასევე საქართველოს მოქალაქესთან ერთად დაიღუპა.

სენაკელი ახალგაზრდა პოლონეთში დაახლოებით სამი წელი მუშაობდა. შემთხვევის სხვა დეტალები უცნობია.






Print