რეგიონი
მესტიაში საერთაშორისო კინოფესტივალი ჩატარდება
სვანეთში 25-29 ივლისს მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე კინორეჟისორი და ფესტივალის დამფუძნებელი მარიამ ხაჭვანი აქვეყნებს. ის განმარტავს, რომ ​კორონავირუსთან დაკავშირებით, ღონისძიებას მხოლოდ ქართველი კინემატოგრაფისტები დაესწრებიან, ხოლო უცხოელები მონაწილეობას ონლაინ რეჟიმში მიიღებენ.

"დიდი ხნის ოცნება ავიხდინე. წელს პირველად ვატარებთ სვანეთის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალს. Covid 19-ის გამო ფესტივალის ფორმატის შეცვლა მოგვიწია, მაგრამ მთავარია, რომ წელს პირველად ჩაეყრება საფუძველი კინოფესტივალს სვანეთში და ყოველწლიურად ჩატარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და საქართველოსთვის", - წერს რეჟისორი.

მისივე თქმით, ფესტივალი ყოველ წელს უფრო მაშტაბურ სახეს მიიღებს.
Print