ახალი ამბები
ფოთში 43 წლის მამაკაცი მოკლეს
ფოთში შუა ასაკის მამაკაცი მოკლეს. ის მრავლობითი ჭრილობებით ფოთის საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მედიკოსების განმარტებით პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკის დირექტორის თეა მიგინეიშვილის თქმით, მამაკაცს შემავალი ჭრილობები ბარძაყისა და მარჯვენა მხრის არეში აღენიშნებოდა. 

"პაციენტს შემოყვანისთანავე ჩავუტარეთ რეანიმაციული ღონისძიებები, ის უგონო მდგომარეობაში, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით შემოიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ და მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - თქვა მიგინეიშვილმა. 

შს სამინისტრომ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
Print