ახალი ამბები
აბაშაში წელს 1000 ტონა ხორბლის მოსავალს ელოდებიან
აბაშაში, ანჯერის მასივში წელს ხორბალი 200 ჰექტარამდე მიწის ფართობზეა მოყვანილი. მსხვილ მწარმოებლებთან ერთად პროცესს წელს მცირემიწიანი ფერმერებიც შეუერთდნენ. აბაშის მუნიციპალიტეტში ხორბლის მოყვანა ფერმერებმა გასულ წელს განაახლეს. დღეს მოსავლის აღების პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია გაეცნო. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. 
ამავე ცნობით, მოსავლის აღების პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის ლოგისტიკის და სერვისების კომპანიის ტექნიკა. ფერმერები ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მათზე გაწეულ დახმარებას მნიშვნელოვანს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ისარგებლეს, როგორც საწვავის ვაუჩერებით, ასევე აგრო ბარათებით.
,,ჩვენ "დღეს ვიმყოფებით აბაშის მუნიციპალიტეტში, სადაც ვხედავთ, რომ სამეგრელოშიც შეიძლება ხორბლის მოყვანა, არა მხოლოდ ხორბლის არამედ სხვა თავთავიანი კულტურის. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ფერმერები ამ საქმეში აქტიურად არიან ჩართულნი, მათ ჰყავთ ძალიან მაღალ კვალიფიციური კონსულტანტები და სასიხარულოა ის რომ ჩვენი რეგიონი სხვადასხვა სოფლის მეურნეობის კულტურით არ არის წარმოდგენილი“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
ფერმერები ვარაუდობენ, რომ 1 ჰექტარზე საშუალოდ 5 ტონა მოსავალს მიიღებენ.

აბაშაში მხარის რწმუნებულთან ერთად მისი მოადგილეები, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
Print