ახალი ამბები
ხობში ავარიას მოზარდი ემსხვერპლა 
ხობში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. 

შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Print