ახალი ამბები
ასლან ბჟანია: ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება საქართველოსთან დიალოგის საშუალებას მოგვცემს
"აფხაზეთი არ არის დაინტერესებული კონფლიქტის გაჩაღებით, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის. ამიტომ, ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად უნდა იყოს შესაძლო შეიარაღებული აგრესიის საპასუხოდ, რუსეთის ფედერაციასთან ერთად, და ეს მზადყოფნა საშუალებას გვაძლევს, მშვიდად შევხედოთ მომავალს", - ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სააგენტო "ინტერფაქსის" მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. აღნიშნული კომენტარი ასლან ბჟანიამ შავ ზღვაში საქართველო-ნატოს ერთობლივი სწავლების შესახებ გააკეთა.

მისი თქმით, "აფხაზეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობით და აღიარებს საქართველოს სახელმწიფოს, მის უფლებებს.

"სხვა საქმეა, რომ ჩვენ არ გვაღიარებენ. არ ვიცი, სადამდე შეიძლება, მიგვიყვანოს ასეთმა პოლიტიკამ. ვფიქრობ, ეს არ არის კონსტრუქციული", - განაცხადა მან


ბჟანიას გნაცხადებით, მისთვის გაუგებარია, საქართველო რატომ არ აწერს ამ დრომედ ხელს შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ.

"ეს ყველაზე მთავარია, როგორც კი ეს პირველი პუნქტი იქნება რეალიზებული, ყველაფერი სულ უფრო და უფრო კარგად წავა. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისგან არ ვითხოვთ, აღიარონ აფხაზეთის სახელმწიფო, მაგრამ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება დიალოგის საშუალებას მოგვცემს" , - განაცხადა აფხაზმა ლიდერმა.







Print