ახალი ამბები
ქალი, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავები ეძებდნენ ანაკლია-განმუხურის კარანტინშია
ლუარა ლემონჯავა, რომელსაც ნათესავები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ეძებდნენ, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონაში იმყოფება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ქალის ოჯახის წევრმა უთხრა. 

"30-ში გადმოსულა ხიდით, პირდაპირ წაუყვანიათ კარანტინში. ზუგდიდში პოლიციაში უთხრეს ჩემს მეუღლეს", - გვითხრა მან.

60 წლის ქალს ოჯახის წევრები და ახლობლები დილიდან ეძებდნენ. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ლემონჯავა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარე ენგურის გავლით გეგმავდა.
Print