ახალი ამბები
აფსადგილ ინფო: გალის ადმინისტრაცია თაგილონში ცხედრების პოვნის შესახებ ინფორმაციას უარჰყოფს
გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ომარ ბგანბა უარჰყოფს ქართული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სოფელ თაგილონში იმ ადამიანების ცხედრები გადაასვენეს, რომლებიც ენგურის გადალახვის მცდელობისას დაიხრჩვნენ. ინფორმაციას "აფსადგილ ინფო" ავრცელებს.

"ახლახან ვესაუბრე ტელეფონით სოფელ თაგილონის ხელმძღვანელს, სადაც, თითქოს, ცხედრები მიასვენეს. არავის ცხედარი იქ არ არის", - დასძინა ბგანბამ.

ომარ ბგანბას თქმით, ერთ-ერთი ქალის ვინაობა, რომელიც დაკარგული ეგონათ ახლობლებს და მედიაშიც გავრცელდა ინფორმაცია, დადგენილია და ის საქართველოში იმყოფება 30 ივნისიდან მკურნალობის მიზნით.

გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ის ცდილობს გაერკვეს სიტუაციაში.
Print