ახალი ამბები
ზუგდიდის გამოცდების ცენტრში 44 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 291 აბიტურიენტიდან 44 არ გამოცხადდა. შესაბამისად, დღეს აქ ქართულ ენასა და ლიტერატურას 247 კურსდამთავრებული აბარებს. ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ქირიას ინფორმაციით, არც ერთ აბიტურიენტს მაღალი ტემპერატურა არ დაუფიქსირდა და გამოცხადებულებიდან გამოცდაზე ყველა დაუშვეს.

„ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები დაცულია, ყველამ გაიარა თერმოსკრინინგი და დეზობარიერი. რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ გვქონია“, - აღნიშნა ნანა ქირიამ.

გამოცდების ცენტრი არ ფლობს ინფორმაციას, არგამოცხადებული სტუდენტები არიან თუ არა აფხაზეთში მცხოვრებლები.

ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან.

Print