ახალი ამბები
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ტატო ზარქუა გაათავისუფლეს 
საოკუპაციო ძალების მიერ 3 ივლისს დაკავებული 21 წლის ახალგაზრდა გაათავისუფლეს. მისი ოჯახის ინფორმაციით, ტატო ზარქუა უკვე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. 

ინფორმაცია რადიო "ათინათს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც დაუდასტურეს. 

ახალგაზრდის გატაცების შესახებ 4 ივნისს გახდა ცნობილი. მანამდე ზარქუა ზუგდიდის სოფელ რიყეში ნათესავის სახლში სტუმრად იმყოფებოდა. ოჯახის წევრების განმარტებით, საოკუპაციო ძალებმა ის ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.




Print