ახალი ამბები
აფხაზეთში სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს
აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზის სამხედრო მოსამსახურეები, საგანგებო სიტუაციების და უსაფრთხოების სამსახურის თანაშრომლებთან ერთად, წვრთნებს გადიან. ინფორმაციას დე ფაქტო აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, სწავლება "ნაღვალოუს" და "წებელდის" პოლიგონებზე იმართება. მისი აქტიური ფაზა შავი ზღვის სანაპიროზე ჩაივლის და ერთ კვირას გასტანს.

მანევრებში სამი ათასზე მეტი სამხედრო და 300 ერთეულზე მეტი ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას.

Print