ახალი ამბები
სოხუმი: პრილეპინის განცხადება აფხაზეთის სტატუსის შეცვლის შესახებ დაუშვებელია
რუსული პოლიტიკური პარტიის ინიციატივას რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის შესაძლო შესვლის შესახებ, სოხუმში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. ამასთან დაკავშირებით, "სპეციალური განცხადება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პარლამენტმა და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა გააკეთეს", წერს "ნუჟნაია გაზეტა".

"მსგავს ინიციატივებს აფხაზეთის მოსახლეობა უკიდურესად ნეგატიურდ აღიქვამს და ეს ხელს არ უწყობს ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების განვითარებას. აფხაზეთის რესპუბლიკა 1993 წლიდან სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოა... რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წელს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ეფუძნება მოკავშირეობის შესახებ შეთანხმებას", - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, რუსეთის რუსეთის ნაციონალურ - პატრიოტული პარტია "სიმართლისთვის" ლიდერი, მწერალი ზახარ პრილეპინი არაღიარებული ან ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკების, მათ შორის აფხაზეთის, შემოერთების გზით რუსეთის ტერიტორიის გაფართოების იდეით გამოვიდა.

ფოტო: EADaily

Print