რეგიონი
ჭალადიდში ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა
ხობის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, შვიდივე მსუბუქი ავტომობილის მგზავრია. სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. დაშავებულები ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

როგორც რადიო „ათინათს“ კლინიკის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა უთხრა, ბავშვებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, ქალის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა.

„ქალი მოთავსებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, აქვს დაზიანებები გულ-მკერდის და კისრის არეში. ორს მამაკაცს ბარძაყის ძვლი აქვს მოტეხილი, ხოლო კიდევ ორ მამკაცს მსუბუქი ნაკაწრები აღენიშნება. ამ ეტაპზე არცერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთე არ ემუქრება“, - ამბობს მიგინეიშვილი.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.



Print