ახალი ამბები
ფოთში უხვმა ნალექმა ქუჩები და სახლები დატბორა
ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილ ქუჩებზე გადაადგილება უჭირთ, როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მსუბუქ ავტომობილებს. ადგილობრივების ინფორმაციით, წყალმა სახლებშიც შეაღწია და ეს პრობლემა ყოველი უხვი ნალექის დროს იჩენს თავს.
„როგორც კი ძლიერად მოწვიმს, მაშინვე იტბორება გარშემო ყველაფერი. გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია. არაერთხელ მივმართეთ მერიას, მაგრამ როგორც
ხედავთ ამ დრომდე არაფერი გაკეთებულ“, - ამბობენ ადგილობრივები.

„წლებია ეს პრობლემა დგას და ამ დრომდე ვერ გვარდება. ყოველი უხვი ნალექის მოსვლას შიშით ველოდებით. ხელისუფლებამ ეს საკითხი ოდესღაც ხომ უნდა გადაჭრას?“- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მერიაში ამბობენ, რომ ყველა სატუმბი სადგური უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და ქუჩების დატბორვა უხვმა ნალექმა გამოიწვია.


Print