ახალი ამბები
ოჩამჩირეში თამბაქოს კომპანიის თანამშრომლებს თავს დაესხნენ - გაიტაცეს ავტომობილი და ფული
აფხაზეთში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, წერს "აიაირა". დანაშაული 1 ივლისს, ფსოუ - ენგურის ავტომაგისტრალის 152 - ე კილომეტრზე მოხდა. ორი შეიარაღებული, ნიღბიანი პირი თავს დაესხა შპს "მირ ტაბაკას" თანამშრომლებს, რომლებიც გალიდან სოხუმისკენ "სიტროენის" მარკის ავტომობილით მიემართებოდნენ.

ყაჩაღური თავდასხმის შედეგად, ბოროტმოქმედებმა აღნიშნული ავტომობილი და 80.000 ათასი რუბლი გაიტაცეს და ადგილიდან მიიმალნენ. მიმდინარეობს საგამოძიებო ქმედებები დამნაშავეების ვინაობის დადგენის და მათი დაკავების მიზნით.


Print