ახალი ამბები
კოლხეთის ეროვნული პარკი World Travel Awards-ის ​დაჯილდოებაზეა ნომინირებული 
საქართველოს ხუთი ეროვნული პარკი World Travel Awards-ის რიგით 27-ე დაჯილდოებაზეა ნომინირებული. მათ შორის, კატეგორიაში "საქართველოს წამყვანი ეროვნული პარკი 2020" კოლხეთის ეროვნული პარკია წარდგენილი. სრული სია კი ასე გამოიყურება:

კოლხეთის ეროვნული პარკი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

ლაგოდეხის ეროვნული პარკი

მტირალას ეროვნული პარკი

ყაზბეგის ეროვნული პარკი


World Travel Awards ტურიზმის სექტორში მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, ფართომასშტაბიანი, ყოველწლიური დაჯილდოებაა, რომელიც აღნიშნული სექტორის პოპულარიზაციასა და რეგიონების საუკეთესო ტურისტული მიმართულებების გამოვლენას ემსახურება.

მსურველებს ხმის მიცემა World Travel Awards-ის ოფიციალურ საიტზე 15 ივნისიდან 17 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ, გამარჯვებული კი 28 სექტემბერს გამოვლინდება.

კოლხეთის ეროვნული პარკი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს. ის შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს მოიცავს. ეროვნული პარკი კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი. ეროვნული პარკის უბნები ხუთი ადმინისტრაციული რაიონის - ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა განლაგებული და საქართველოს ორი ისტორიული მხარის, სამეგრელოსა და გურიის ნაწილია.

ხმის მიცემის შესახებ ვიდეო ნახეთ აქ: http://bit.ly/38PjTkM

ან გადადით ბმულზე: http://bit.ly/2wXkN1m


Print