რეგიონი
მესტიაში მდინარეში გადავარდნილ მამაკაცს ეძებენ
მესტიაში, სოფელ მულახში მდინარე მულხურაში მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მამაკაცი ე.წ. დელიკის ტიპის ავტომობილით მოძრაობდა, როცა მდინარეში გადავარდა.

ადგილზე უკვე ნაპოვნია მანქანა, თუმცა, როგორც მერის წარმომადგენელი ამბობს, მამაკაცი მანქანაში არ არის. მდინარე მულხურაში სამძებრო სამუშაოებში სამაშველო ბრიგადებთან ერთად ადგილობრივებიც არიან ჩართულები.

შემთხვევა სამი საათის წინ მოხდა.

გამოძიება ფაქტზე 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიმართ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ფოტო: ბესო ხუფაცარია




Print