სპორტი
ფეხბურთელი ვაკო გვილია პოლონეთის ჩემპიონია
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ვაკო გვილია ვარშავის "ლეგიასთან" ერთად პოლონეთის ჩემპიონი გახდა.

"ლეგიამ" ვარშავაში "კრაკოვია" ანგარიშით 2:0 დაამარცხა. 75-ე წუთზე გოლი ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა. საბოლოოდ, გუნდი ექსტრაკლასას დასრულებამდე ორი ტურით ადრე ქვეყნის ჩემპიონია. 

წარმოშობით ზუგდიდელმა ვაკო გვილიამ მიმდინარე სეზონში ვარშავის "ლეგიას" ფორმით 47 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა – 8 პოლონეთის ჩემპიონატში, 2 პოლონეთის თასზე, ერთიც – ევროპის ლიგაზე.
Print