ახალი ამბები
წალენჯიხაში სტიქიამ პრობლემები შექმნა (ფოტო)
წალენჯიხის რამდენიმე სოფელი ძლიერმა ქარმა და წვიმამ დააზარალა. როგორც რადიო "ათინათს" მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ უთხრა სტიქიამ პრობლემები შექმნა სოფლებში ნაკიფუ, ობუჯი, ჯგალი, ჩქვალერი და საჩინო. აღნიშნულ სოფლებში ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა, ჩამოირეცხა გზები და მოირყა ხიდ-ბოგირები, ზიანი მიადგა თხილის პლანტაციებსა და სიმინდის ყანებს. 

"ამ წუთსაც გადაუღებლად წვიმს, პრობლემები არის ძირითადად სანიაღვრე არხები, რომლებიც გაიჭედა წყლით და რამდენიმე ადგილას არის დაზიანებული. მოვასწარი ორ სოფელში ყოფნა და მივალთ სხვაგანაც", - თქვა ბესიკ ფარცვანიამ.
1059fm · ბესიკ ფარცვანიას კომენტარი

მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია დაადგენს.
Print