ახალი ამბები
ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები და ეზოები დაიტბორა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფოთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად ხდება მიყენებული ზარალის დათვლა. ამავე ცნობით, პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური. უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ქალაქის რვავე სატუმბი სადგური. ასევე სისტემატურად იწმინდება სანიაღვრე არხები.

"ამჟამად ყველა სატუმბი სადგური მუშაობს, ხელის შემშლელი პირობა არის ის, რომ ზღვა არ იღებს ამ წყალს, ნალექი მოვიდა უხვი, რომელიც ნორმას სამჯერ აღემატება. მერიის ყველა შესაბამისი სამსახური გასულია ობიქტებზე და მიმდინარეობს სამუშაოები", - თქვა ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა კახა მაშავამ. 

ფოთის მერი გოჩა კურდღელია დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდა და დაზიანებული უბნები დაათვალიერა.

გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა დროის მოკლე მონაკვეთში ფოთში ქუჩების დატბორვა გამოიწვია. წვიმის წყალი ჩაუვიდა მრავალსართულიან კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას.
Print