ახალი ამბები
ზუგდიდში, მდინარე ჯუმში დამხრჩვალი მოზარდი იპოვეს  
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, მდინარეში 2 დღის წინ დაკარგული მოზარდის ცხედარი მაშველებმა იპოვეს. სოფელში მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, ის მდინარეების ჯუმისა და ენგურის შესართავთან წყალმა გამორიყა. მისივე თქმით, გარდაცვლილს ქსპერტიზაზე გადაასვენებენ. 

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მოზარდის ცხედარი გაუჩინარების ადგილიდან 3 კმ-ში იპოვეს.

"საძიებო სამუშაოებში ჩართული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და აჭარის რეგიონებიდან. ოპერაციაში, ასევე, მონაწილეობდა განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან. მობილიზებული იყო დრონი და სამი ერთეული მცურავი საშუალება. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობდა ექოლოტის საშუალებით. ადგილზე შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, საიდანაც ხორციელდებოდა ოპერაციის მონიტორინგი", - ამბობენ უწყებაში.


15 წლის მოზარდი 13 ივლისს, საღამოს დაიკარგა. ადგილობრივების ინფორმაციით, ის ადიდებულ მდინარეში შინაური პირუტყვის გადმოსარეკად შევიდა.
Print